ვისწავლოთ ფერები

15,00 

განმავითარებელი ალბომი ” ვისწავლოთ ფერები “

ალბომში წარმოდგენილი არის 10 ფერი

თუ ბავშვმა ორ წლამდე ვერ ისწავლა ფერების გარჩევა, არაფერია სანერვიულო. თავდაპირველად ის მეტყველებას უნდა დაეუფლოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გადავიდეს ახალი მასალის შესწავლასა და შემეცნებაზე. ზოგიერთი ბავშვი სამი წლის ასაკში უკვე ამოიცნობს და ასახელებს ფერებს, განასხვავებს მათ ერთმანეთისგან, ზოგი კი ხუთი წლის ასაკშიც ვერ ახერხებს ამას.

• სანამ ფერების სწავლებას დავიწყებთ, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის ასაკს და ხასიათს. ახალ ინფორმაციას ყველა ბავშვი მარტივად და სწრაფად ვერ იმახსოვრებს – ზოგს კი ერთხელ თქმაც საკმარისია, ზოგს კი რამდენჯერმე გამეორება სჭირდება.
• ბავშვი ახალ ინფორმაციას გაცილებით ადვილად ითვისებს თამაშის ფორმით.
• თავდაპირველად ბავშვს გავაცნოთ და შევასწავლოთ ძირითადი ფერები. როდესაც მათ აითვისებს, შეგვიძლია, სხვა ფერების შესწავლაზე გადავიდეთ.
• სასურველია ფერების შესწავლა შემდეგი თანმიმდევრობით: წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი.
• ნუ გავაცნობთ და ვასწავლით ბავშვს ახალ ფერს, თუ წინა ჯერ არა აქვს შესწავლილი
• ნუ აიძულებთ ბავშვს, დაიმახსოვროს ფერების სახელები. მათი დახარისხების უნარი პირველ ნაბიჯს წარმოადგენს ფერებს შორის განსხვავების გასაგებად.
• გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვს განვითარების, სამყაროს შემეცნების საკუთარი, ინდივიდუალური ტემპი აქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, ადრეული ასაკიდანვე ვიმუშაოთ პატარასთან. მაშინ აღარ გვექნება პრობლემები არც ფერების ამოცნობასთან, არც მეტყველებასთან და არც აღზრდასთან დაკავშირებით

კატეგორია: ,

მსგავსი პროდუქტები

მგრძნობელობის ორგანოები

მგრძნობელობის 5 ორგანო

20 GEL
განმავითარებელი დაფა

იპოვე ნაწილები

25 GEL
ვიპოვოთ ნაწილები

ვიპოვოთ ნაწილები

40 GEL
სასწავლო წიგნი

ლალაფანი

39 GEL