ვიპოვოთ ფერადი ბურთები

50,00 

ახალი ლამინირებული განმავითარებელი წიგნი

“ვიპოვოთ ფერადი ბურთები” – შესანიშნავი საჩუქარი ბავშვისთვის.

აღნიშნული წიგნი ეხმარება ბავშვებს ფერების შესწავლაში.

ასევე ანვითარებს ფანტაზიის უნარსა და წვრილ მოტორიკას.

არის ორმხრივად ლამინირებული

მომრგვალებული კუთხეებით

წარმოდგენილია 175 დეტალით

თუ ბავშვმა ორ წლამდე ვერ ისწავლა ფერების გარჩევა, არაფერია სანერვიულო. თავდაპირველად ის მეტყველებას უნდა დაეუფლოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გადავიდეს ახალი მასალის შესწავლასა და შემეცნებაზე. ზოგიერთი ბავშვი სამი წლის ასაკში უკვე ამოიცნობს და ასახელებს ფერებს, განასხვავებს მათ ერთმანეთისგან, ზოგი კი ხუთი წლის ასაკშიც ვერ ახერხებს ამას.

• სანამ ფერების სწავლებას დავიწყებთ, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის ასაკს და ხასიათს. ახალ ინფორმაციას ყველა ბავშვი მარტივად და სწრაფად ვერ იმახსოვრებს – ზოგს კი ერთხელ თქმაც საკმარისია, ზოგს კი რამდენჯერმე გამეორება სჭირდება.
• ბავშვი ახალ ინფორმაციას გაცილებით ადვილად ითვისებს თამაშის ფორმით.
• თავდაპირველად ბავშვს გავაცნოთ და შევასწავლოთ ძირითადი ფერები. როდესაც მათ აითვისებს, შეგვიძლია, სხვა ფერების შესწავლაზე გადავიდეთ.
• სასურველია ფერების შესწავლა შემდეგი თანმიმდევრობით: წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი.
• ნუ გავაცნობთ და ვასწავლით ბავშვს ახალ ფერს, თუ წინა ჯერ არა აქვს შესწავლილი
• ნუ აიძულებთ ბავშვს, დაიმახსოვროს ფერების სახელები. მათი დახარისხების უნარი პირველ ნაბიჯს წარმოადგენს ფერებს შორის განსხვავების გასაგებად.
• გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვს განვითარების, სამყაროს შემეცნების საკუთარი, ინდივიდუალური ტემპი აქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, ადრეული ასაკიდანვე ვიმუშაოთ პატარასთან. მაშინ აღარ გვექნება პრობლემები არც ფერების ამოცნობასთან, არც მეტყველებასთან და არც აღზრდასთან დაკავშირებით.

კატეგორია: ,

მსგავსი პროდუქტები

რომელი ცხოველია

გამოიცანი რომელი ცხოველია

30 GEL
Მათემატიკის რვეული

Მათემატიკის რვეული

20 GEL
თამაშით სწავლება

პატარა გენიოსი

50 GEL
განმავითარებელი დაფა

იპოვე ნაწილები

25 GEL